მიულერი: “ჩვენ ახლა მოუთმენლად ველით “ბარსელონასთან” მატჩს.”
თომას მიულერი “შტუტგარტთან” გამარჯვებაზე:

"პირველ ტაიმში ცოტა დაუდევრები ვიყავით.

მეორე ტაიმში ჰარის პირველმა გოლმა “შტუტგარტი” წონასწორობიდან გადააგდო.

ჩვენ ვაგრძელებდით დაძაბულობას და ბევრს ვმუშაობდით. როგორც ვთქვი ორი კვირის წინ ფრანკფურტის შემდეგ, ჩვენ სწორ გზაზე ვართ.

ეს დღეს დადასტურდა. “ბაიერნის” გულშემატკივრებს შეუძლიათ გამარჯვებით ბედნიერები იყვნენ. ჩვენ ახლა მოუთმენლად ველით ოთხშაბათს."
"საბოლოოდ მას გამარჯვება სურს" - კომპანი ფლიკთან და "ბარსასთან" გასამართ მატჩზე
კომპანი ოთხშაბათს ჰანსი ფლიკთან და "ბარსელონას" დაპირისპირებაზე:

"არსებობენ მწვრთნელები, რომლებმაც ბევრი გააკეთეს "ბაიერნისთვის" და ჰანსი ფლიკი ერთ-ერთი მათგანია.

ჰაინკესი, პეპ გვარდიოლა და სხვები. რა თქმა უნდა, ეს მისთვის განსაკუთრებული თამაში იქნება.

მაგრამ საბოლოოდ მას გამარჯვება სურს და ჩვენც ეს გვინდა."
პავლოვიჩს ოპერაციის გაკეთება მოუწევს - რამდენი ხნით იუქმებს?
ალექსანდარ პავლოვიჩს მალე ოპერაცია გაუკეთდება და ახლა, სავარაუდოდ, სამ თვემდე დარჩება მოედნის გარეთ.

თავდაპირველად, “ბაიერნი” ელოდა პავლოვიჩის "მხოლოდ" 6 კვირით დაკარგვას.

თუმცა ოპერაცია ახლა ნიშნავს, რომ მას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება დასაბრუნებლად.

ცნობისთვის, პავლოვიჩმა საყელოს ძვალი “შტუტგარტთან” მატჩის დასაწყისში მოიტეხა.


“ბაიერნი” - “შტუტგარტი” (სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 20:30 - საათზე, მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდება “შტუტგარტს”.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია შემადგენლობა:

ნოიერი © - გერეირო, უპამეკანო, კიმი, დეივისი - კიმიხი, პავლოვიჩი - ოლისე, მიულერი, გნაბრი - კეინი. 
"ბაიერნს" ნოიერთან დაკავშირებით მკაფიო გეგმა აქვს
მანუელ ნოიერთან დაახლოებული ადამიანები თვლიან, რომ ის მომავალ ზაფხულს კარიერის დასრულების მიზეზს ვერ ხედავს.

ნოიერმა "ბაიერნში" ისეთ მაღალ სტატუსს მიაღწია, რომ კლუბის ხელმძღვანელებიც კი არ ეწინააღმდეგებოდნენ მას.

მიუხედავად ამისა, კლუბი ყურადღებით აკვირდება ნოიერის თამაშებს. ამ მომენტში "რეკორდმაისტერისთვის" იდეალური გეგმაა, რომ ნოიერმა გააგრძელოს კიდევ ერთი სეზონი კონტრაქტი - შემდეგ კი ნუბელმა ჩაიბაროს მისი ადგილი.

კონტრაქტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, "ბაიერნი" ზამთრის შესვენებას ხედავს, როგორც კარგ დროს მეკარესთან სასაუბროდ.
ეს ფეხბურთელები "შტუტგარტთან" მატჩს გამოტოვებენ
19 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:30 - საათზე, გაიმართება შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნსა" და "შტუტგარტს" შორის.

მატჩამდე 1 დღით ადრე ცნობილია იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც შეხვედრას გამოტოვებენ:

ბაიერნი: 
• ჯამალ მუსიალა
• ჰიროკი იტო
• იოსიპ სტანიშიჩი
• საშა ბოე
როდის დაბრუნდება მუსიალა "ბაიერნის" რიგებში? - ცნობილია თარიღი
ჯამალ მუსიალა მომავალ კვირას, "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩისთვის "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება.

მიუნხენურ კლუბს არ სურს, რომ 21 წლის ფეხბურთელთან რაიმე რისკზე წავიდეს.

გასულ კვირას უკვე ცხადი იყო, რომ "რეკორდმაისტერის" ვარსკვლავი "შტუტგარტთან" თამაშს გამოტოვებდა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
დეივისი კვლავ მადრიდის "რეალზე" ოცნებობს - ცნობილია ახალი დეტალები
ალფონსო დეივისი კვლავ მადრიდის "რეალზე" ოცნებობს. "ბაიერნმა" კი კონტრაქტის მოლაპარაკებებისგან შესვენება დაიწყო.

კლუბის წარმომადგენლებს აღარ სურთ დისკუსიაში ჩაერთონ დეივისის აგენტთან, რადგან ფიქრობენ, რომ ის ძალიან მაღალ ხელფასს ითხოვს.

მათ არ სურთ 20 მილიონ ევროზე მეტის გადახდა.

საქმეში მანჩესტერ "იუნაიტედიც" ჩაერთო და თუ ინგლისური კლუბი მზად იქნება გადაიხადოს ეს თანხა, მადრიდის "რეალს" დიდ კონკურენციას გაუწევენ.
კომპანი: “ცხადია, ჩვენ გვინდა დეტალების გაუმჯობესება”
პრესკონფერენციაზე კომპანი ბოლო მოუგებელი თამაშების შესახებ საუბრობს:

"ხვალ შტუტგარტთან ვთამაშობთ.

ცხადია, ჩვენ გავაანალიზეთ ბოლო რამდენიმე თამაში.

ჩვენ გვინდა დეტალების გაუმჯობესება. 100 პროცენტით გვჯერა, რომ ამ გზით შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას.

ამიტომაც მოუთმენლად ველით შემდეგ თამაშებს."
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0