მიუნხენური კლუბის გამოცდილი ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი სერიოზულ შარში გაეხვაგერმანული პრესის ინფორმაციით მიუნხენის პროკურორმა ჟერომის წინააღმდეგ ძალადობის მუხლით გახსნა საქმე31 წლის გერმანელს ბრალად ედება ძალადობა ყოფილი პარტნიორისადმი ჟერომის ყოფილი გოგონა აცხადებს რომ ბოატენგის მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს სისტემატიური სახე ჰქონდასაქმის პროკურორის ან ლიდინგის განცხადებით ბოატენგმა ძალადობა ჯერ 2018 წლის შემოდგომაზე ხოლო შემდეგ 2019 წლის 11 თებერვალს განახორციელაჯერჯერობით უცნობია თუ როგორ გაგრძელდება საქმე მაგრამ ჟერომ ბოატენგს მინიმუმ სასამართლოში მოუწევს გამოცხადებაგამოცდილი გერმანელი ზაფხულის ბოლოს გუნდის დატოვებასთან ახლოს იყო მაგრამ საბოლოოდ მიუნხენში დარჩა





















