მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე პოსტიდან გადადგომა დაადასტურა და ამ გადაწყვეტილების მიზეზებზეც ისაუბრაბოლო წლებში ამაზე ვფიქრობდი ჩემი ცოლი საუზმის დროს სულ უფროდაუფრო ხშირად მეუბნებოდა რომ ჩემთან ერთად მეტი დროის გატარება უნდამინდოდა რომ ბაიერნი კარგ მდგომარეობაში დამეტოვებინა ამ კლუბთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწიე ბიზნესის ბოლო მაჩვენებელი კლუბის ისტორიაში საუკეთესო იყო ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანიაგასული სეზონის წარუმატებელი სტარტის მიუხედავად დორტმუნდის ბორუსიას დავეწიეთ და ბუნდესლიგა გერმანიის თასთან ერთად მოვიგეთ არ მესმის ხალხი რატომ არ აფასებს ამას და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის გარშემო რატომ ტრიალებსმე და კალე რუმენიგეს ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხადია გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა მაგრამ ეს ყველაფერი ჯანსაღი კამათის ფარგლებში კულისებს მიღმა რჩებოდა და საბოლოოდ კარგ შედეგს იღებდა ვფიქრობ დისკუსიებისა და დებატების კულტურა სავსებით მისაღები და ჯანსაღია ეს გადაწყვეტილება ამის გამო არ მიმიღიაპირველად 40 წლის განმავლობაში არ მექნება გეგმები არ ვიგრძნობ პასუხისმგებლობას ეს ჩემთვის რაღაც ახალია განაცხადა ულიმული რეკორდმაისტერის სამსახურში 1970 წლიდან იყო და პრეზიდენტის სკამს 2009 წლიდან იკავებდა ნოემბერში კი კლუბს ახალი პრეზიდენტი ეყოლება





















