საბოლოო პასუხი ცნობილია - დაბრუნდება თუ არა ნოიერი ნაკრებში?
მანუელ ნოიერის დაბრუნება გერმანიის ნაკრებში ოქტომბრის მატჩებისთვის არ არის ვარიანტი, მაგრამ არც სამომავლოდ არის გამორიცხული.

მეკარე მთლიანად "ბაიერნზეა" ორიენტირებული და ცდილობს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს სასტარტო შემადგენლობას.

ოქტომბრის დასაწყისში კი გვეცოდინება ვინ იქნება მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემცვლელი.
"ბაიერნი" და "რეალი" ფლორიან ვირცისთვის იბრძოლებენ - ცნობილია დეტალები
მიუნხენის "ბაიერნი" უკვე დიდი ხანია, რაც ფლორიან ვირცით არის დაინტერესებული.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ტრანსფერი შეიძლება ძალიან კარგი იყოს მომავლისთვის იმის გამო, რომ თომას მიულერი უკვე "ასაკშია". ვირცი იდეალურად შეეფერება ამ პოზიციას.

"ბაიერნს" ასევე ჰყავს პოლ ვანერი, რომელიც ვარსკვლავურ სეზონს ატარებს "ჰაიდენჰაიმთან" ერთად.

მიუნხენელებს ახლა აქვთ შესანიშნავი ნიჭის ყიდვის საშუალება თუმცა, მას მადრიდის "რეალი" ასე მარტივად არ დათმობს.

ვირცს "ბაიერნის" ხელმძღვანელები ძალიან აფასებენ. ისინი ელიან, რომ დაახლოებით 100 მილიონი ევრო დაჯდება და არა 150 მილიონი ევრო, რასაც "ლევერკუზენი" ითხოვს.

როგორც ჩანს, მადრიდის "რეალს" არ ჰყავს საკმარისი ნიჭიერი ახალგაზრდები და ეს არის კლუბი, რომელსაც აქვს ფინანსური ძალა, იმისთვის რომ "ბაიერნს" ძალიან დიდი კონკურენცია გაუწიოს.

გამოცემები ამბობენ, რომ დღევანდელ ბაზარზე 100 მილიონი ევრო უაღრესად გონივრული თანხაა ვირცისნაირი მოთამაშისთვის.
კომპანი: "ახლა მწვრთნელობა და ფეხბურთი უფრო განვითარებულია ვიდრე ეს ადრე იყო"
"მწვრთნელობა და ფეხბურთი ახლა უფრო განვითარებულია, ეს ყოველთვის ასე იქნება. ჩვენ გვქონდა გაცილებით ნაკლები ტაქტიკური ინფორმაცია, როდესაც კარიერა დავიწყე." - იხსენებს კომპანი.

„ახლა შეგიძლია ფეხბურთში ნებისმიერ დონეზე ახვიდე და დაინახო ტაქტიკური დეტალები. იხილავ ოპონენტებზე გაკეთებულ ბევრ ანალიზს, ისევე როგორც საკუთარ გუნდზე.

ვფიქრობ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ამ საზღვრების გადალახვას, რათა დავინახოთ, არის თუ არა ისეთი კომპონენტი, რომლის გაკეთებაც ინდივიდუალურად შეგვიძლია მოთამაშეებთან.”
ბაიერნი - ლევერკუზენი (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა)
28 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგურ შეხვედრაში "ლევერკუზენს" დაუპირისპირდება.

მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილია მიუნხენელთა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა:

ბაიერნი (4-2-3-1)
: ულრაიხი - ლაიმერი, უპამეკანო, კიმი, დეივისი - კიმიხი (c), პავლოვიჩი - ოლისე, მუსიალა, გნაბრი - კეინი.
"გასულ სეზონში მათ შეძლეს ჩვენი დამარცხება" - მიულერი "ლევერკუზენზე"
თომას მიულერმა "ლევერკუზენთან" დაპირისპირების შესახებ ისაუბრა:

"ორივე გუნდი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ბუნდესლიგაში. საერთაშორისო დონეზე, "ბაიერნი" მრავალი წლის განმავლობაში იყო ყველაზე დიდი გერმანული გუნდი, მაგრამ "ლევერკუზენმა" შეძლო ჩვენი დამარცხება [გასულ სეზონში].


მათ დაამყარეს რეკორდები, მაგრამ საქმე უფრო მეტად იმაზეა, თუ როგორ გააკეთეს ეს. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშობენ ფეხბურთელები, მათთან ყოველი შეხვედრა ნამდვილად რთული იქნება.

მათ შეუძლიათ ძალიან კარგი ფეხბურთის თამაში - დამატებულ წუთებში გოლების გატანა კი გასაოცარია."
- თქვა მიულერმა.
ცნობილია თარიღი - როდის გამოაცხადებს ტერ შტეგენის შემცვლელს ნაგელსმანი?
3 ოქტომბერს იულიან ნაგელსმანი გამოაცხადებს თავის შემადგენლობას ერთა ლიგის მომავალი თამაშებისთვის ბოსნია და ჰერცეგოვიასთან (11 ოქტომბერს).

ასევე იგივე შემადგენლობით წარდგება გერმანია ნიდერლანდებთან მატჩშიც (14 ოქტომბრისთვის).

ეს ნიშნავს, რომ ოქტომბრის დასაწყისში ცნობილი იქნება თუ ვინ გახდება ტერ შტეგენის შემცვლელი გერმანიის ნაკრებში.
"ბარსელონას" ახალი მეკარე ყავს - ვინ იდგება კარში "ბაიერნის" წინააღმდეგ?
23 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" "ბარსელონას" ესტუმრება.

მატჩამდე 1 თვით ადრე კატალონიელთა მთავარი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გაიტრავმა და გერმანელს მთელი სეზონის გამოტოვება მოუწევს.

"ბარსელონამ" კი მალევე მისი შემცვლელი იპოვა და მის მაგივრად "ბაიერნის" წინააღმდეგ ვოიცეხ შესნი ითამაშებს.
ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მუსიალას მომავალზე გადაწყვეტილების მისაღებად
ჯამალ მუსიალა ვენსან კომპანის ქვეშ თავს კომფორტულად გრძნობს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ფეხბურთელის მომავალზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ორივე ამჟამად მუშაობენ ვიდეო სესიებზე და აანალიზებენ სცენებს, რათა უზრუნველყონ, რომ მუსიალამ საჯარიმოში უფრო ხშირად და მეტი ეფექტურობით შეაღწიოს.

ცნობისთვის, “ბაიერნსა” და ჯამალ მუსიალას შორის მოლაპარაკების დაწყება პოზიტიური იყო - გასულ კვირას მიუნხენში კარგი საუბარი გაიმართა. ორივე მხარეს ერთი და იგივე მიზნები აქვს მომავლისთვის.
"საშინაო მატჩი გველოდება" - კიმიხმა "ლევერკუზენთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა
იოზუა კიმიხი შაბათს, "ლევერკუზენთან" გასამართ მატჩზე:

"ჩვენ სამი ქულით წინ ვართ და საშინაო თამაში გველოდება. აქამდე რამდენიმე შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ.

ის, თუ როგორ ვთამაშობთ ფეხბურთს, გვაძლევს თავდაჯერებულობას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა თამაშში 5-6 გოლს ვიტანთ.

რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს არის მოგებაზე, მაგრამ ის, თუ როგორ ვიგებთ თამაშებს, გვარწმუნებს ჩვენს ძლიერ მხარეებში.

ჩვენ გვინდა ეს ვაჩვენოთ შაბათს."
- თქვა კიმიხმა.
"ჩვენ კარგი მეგობრები ვართ, მაგრამ.." - მუსიალამ ვირცზე და "ლევერკუზენზე" ისაუბრა
ჯამალ მუსიალა ფლორიან ვირცისა და "ლევერკუზენის" შესახებ:

"ის შესანიშნავი მოთამაშეა, ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩვენ ასევე კონცენტრირებულები ვართ საკუთარ თავებზე.


გვინდა გავაგრძელოთ ჩვენი საქმე და არ შევხედოთ "ლევერკუზენს" ზედმეტად.

რთული თამაში იქნება და ვფიქრობ, რომ ყველა მოუთმენლად ელის მას."
- თქვა მუსიალამ.
"ლევერკუზენი" ვირცისთვის 150 მილიონს მოითხოვს - თანახმა იქნება თუ არა "ბაიერნი"?
"ბაიერნს" მომავალ სეზონში ჯამალ მუსიალასა და ფლორიან ვირცის დაწყვილება სურს. ამ გეგმის განხორციელებას კლუბი ზაფხულში აპირებს.

გერმანელით ასევე დაინტერესებულები არიან მადრიდის "რეალი" და მანჩესტერ "სიტიც". ბოლო დროს კი ვირცისთვის ბრძოლას "არსენალიც" შეუერთდა.

როდესაც ის ტოვებს "ლევერკუზენს", ვირცს სურს შეუერთდეს ისეთ გუნდს, რომელსაც აქვს ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი და ეს ასევე სთავაზობს მას ოქროს ბურთის მოგების პერსპექტივას. "ლევერკუზენის" მოთხოვნა 150 მილიონი ევროა.
5 გადამწყვეტი საკითხი, რომელზეც მუსიალა და "ბაიერნის" ბოსები შეთანხმდნენ
"ბაიერნსა" და ჯამალ მუსიალას შორის კონტრაქტის მოლაპარაკებები დაიწყო. მაქს ებერლმა და კრისტოფ ფროინდმა გასულ კვირას მიუნხენის რესტორანში შეხვედრა გამართეს მუსიალასთან და მის ხელმძღვანელობასთან ერთად. ახლა ყველასთვის ნათელია, რომელი 5 საკითხი იქნება გადამწყვეტი ახალ გარიგებაზე შეთანხმების მისაღწევად:

1- მუსიალა უნდა იყოს 10 ნომერი იმ სისტემაში, რომლის ირგვლივაც არის აგებული გუნდი. შეხვედრის დროს, ბოსებმა მოთამაშეს განუცხადეს, რომ ის არის თომას მიულერის მემკვიდრე ამ თანამდებობაზე.

2- მუსიალა უნდა იყოს "ბაიერნის" მამოძრავებელი ძალა საერთაშორისო ბაზარზე. ებერლმა შეხვედრის დროს გაიმეორა, რომ მუსიალას ხედავს, როგორც კლუბის ერთ-ერთ სახეს მომავალში, რომელიც წარმოადგენს "ბაიერნს".

3- გუნდმა უნდა გააგრძელოს გაძლიერება - ებერლი და ფროინდი აღფრთოვანებულები არიან იმით, თუ როგორ ინტენსიურად ფიქრობს მუსიალა გუნდის სტრუქტურაზე. მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მაიკლ ოლისეს ტრანსფერმა. მუსიალა ასევე რეგულარულ კონტაქტშია ფლორიან ვირცთან. მისი კონტრაქტის გახანგრძლივება იქნება სტიმული ვირცისთვის, რომ მომავალ წელს შეუერთდეს "რეკორდმაისტერს"

4- კოლექტიური მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ინდივიდუალური მიზანი ოქროს ბურთის მოგება - შეხვედრის დროს მუსიალა ამტკიცებდა, რომ მისი ყველაზე დიდი მიზანი ჩემპიონთა ლიგის თასის აწევაა. მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე აქვს ეს ტიტული. ის 2020 წელს არ გრძნობს თავს "ჩემპიონთა ლიგის ნამდვილ გამარჯვებულად". მას სურს წვლილი შეიტანოს ტიტულის მიღწევაში, რაც შემდეგ გააუმჯობესებს ოქროს ბურთის მოგების შანსებს.

5- ხელფასი: 4-ვე პუნქტი განიხილეს გასულ კვირას, მაგრამ ხელფასზე ჯერ არ იყო საუბარი. ამჟამად მუსიალა წელიწადში დაახლოებით 9 მილიონი ევროს შემოსავალს იღებს, რაც მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ. ჯერ გასარკვევია, "ბაიერნის" შეთავაზება იქნება 20 მილიონ ევროზე მეტი თუ ნაკლები. ეს საკითხი მომავალ შეხვედრაზე უნდა განიხილონ.

- წერს გერმანული გამოცემა 'SportBild'
"ჩვენ 100%-ით მზად ვართ" - ჯონათან ტა "ბაიერნთან" გასამართ მატჩზე
მოგეხსენებათ, 28 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" "ლევერკუზენს" უმასპინძლებს.

ჯონათან ტას კომენტარი მატჩამდე:

"ჩვენ 100%-ით მზად ვართ. მოუთმენლად ველოდებით ამ შეხვედრას. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება და ისინი ყველაფერს გააკეთებენ.

რა თქმა უნდა, ჩვენ იქ სრული თავდაჯერებულობით მივდივართ და ვიცით რისი გაკეთება შეგვიძლია. გვინდა, რომ სრულად დავიხარჯოთ.
მაზრაუი: "ეს იყო მიზეზი რის გამოც დავტოვე მიუნხენი და გადმოვედი მანჩესტერში"
ნუსაირ მაზრაუი იმის შესახებ, თუ რატომ დატოვა "ბაიერნი" და გადავიდა მანჩესტერ "იუნაიტედში":

"ორი სეზონი "ბაიერნში" ვთამაშობდი, მე მჭირდებოდა კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა, ბევრი მიზეზის გამო.

თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ სხვაგან უფრო კომფორტულად ვიქნებოდი. სწორედ ეს იყო მიზეზი რის გამოც დავტოვე კლუბი.

შემდეგ კი მანჩესტერ "იუნაიტედის" ინტერესი იყო."
- განუცხადა მაზრაუიმ 'TheAtletic'-ის ჟურნალისტს.
"ახლა შემიძლია ვუწოდო ჩემს თავს ჩემპიონი?" - კროოსი უეფას განცხადებას გამოეხმაურა
მოგეხსენებათ, გუშინ უეფამ დანაშაული აღიარა და განაცხადეს, რომ ესპანეთის კარში პენალტი უნდა დანიშნულიყო.

ტონი კროოსი ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:

„სამი თვე დასჭირდათ იმის გასაგებად, რომ ეს იყო ხელით თამაში, რომლის დანახვაც რეალურად ყველამ რამდენიმე წამში მოახერხა.

ეს უკვე ძალიან მამშვიდებს [ხუმრობით]. შემიძლია ახლა ვუწოდო ჩემს თავს ევროპის ჩემპიონი? მათ ხომ ეს ოფიციალურად დაადასტურეს?


მე ასე არ ვფიქრობ." - განაცხადა კროოსმა.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0