ცვლილება სასტარტო შემადგენლობაში - ნოიერის ნაცვლად ულრაიხი იქნება კარში
მანუელ ნოიერმა შეაჩერა მატჩამდე გახურება ბარძაყის მცირედი დისკომფორტის გამო. არანაირი რისკი არ ყოფილა.

ცვლილება სასტარტო შემადგენლობაში - სვენ ულრაიხი მანუელსშეცვლის
ბრემენის “ვერდერი” - მიუნხენის “ბაიერნი” (ოფიციალური შემადგენლობა)
დღეს, 21 სექტემბერს, თბილისის დროით 17:30 - საათზე, მიუნხენის “ბაიერნი” ბუნდესლიგურ მატჩში ბრემენის “ვერდერს” დაუპირისპირდება.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა თერთმეტეული:

ნოიერი © - ლაიმერი, კიმი, უპამეკანო, დეივისი - კიმიხი, პავლოვიჩი - ოლისე, მუსიალა, კომანი - კეინი. 
კომპანი “ბაიერნში” უნიკალურია - დღევანდელი გამარჯვებით სახელსაც დატოვებს
ბრემენის “ვერდერთან” გამარჯვებით, ვენსან კომპანი გახდება “ბაიერნის” პირველი მწვრთნელი პეპ გვარდიოლას შემდეგ, რომელიც მოიგებს ბუნდესლიგის პირველ სამ გასვლით თამაშს.

მატჩი დღეს, თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება.
“ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა კლუბის ახალწვეულზე ისაუბრა
კრისტოფ ფროინდი “ბაიერნის” ახალწვეულზე, მაიკლ ოლისეზე:

"მან ძალიან კარგად ითამაშა ოლიმპიადაზე. რა თქმა უნდა, მისთვის ბევრი სიახლეა, ახალი კლუბი, ქვეყანა, კულტურა.

ასევე ის პირველად გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში. ბევრი რამ ხდება მის გარშემო. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მაიკლისთვის ყველაფერი ასე კარგად დაიწყო.”
ზაგრების "დინამომ" "ბაიერნთან" 9 - 2 მარცხის შემდეგ მთავარი მწვრთნელი გაუშვა
ზაგრების "დინამომ" "ბაიერნთან" 9-2 მარცხის შემდეგ მთავარი მწვრთნელი სერგეი იაკიროვიჩი გაათავისუფლა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ბაიერნმა" სხვა გუნდი დაამარცხა, რაც მათი მწვრთნელის გათავისუფლებით დასრულდა.

ასეთი სიტუაცია იყო "ტოტენჰემთან". მათი მაშინდელი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო ძლევამოსილ ბავარიელებთან 7-2 მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს.
ეს ფეხბურთელები ბრემენის "ვერდერთან" მატჩს გამოტოვებენ
21 სექტემბერს, თბილისის დროით 17:30 - საათზე, ბუნდესლიგურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" ბრემენის "ვერდერს" ესტუმრება.

მატჩამდე 1 დღით ადრე ცნობილია მოთამაშეების ვინაობა, რომლებიც იუქმებენ:

• ჰიროკი იტო
• იოსიპ სტანიშიჩი
• საშა ბოე
• არიონ იბრაჰიმოვიჩი
• დანიელ პერეცი
დეივისი "ბაიერნში" დარჩენას კვლავ განიხილავს? - როგორია მდგომარეობა
ალფონსო დეივისი იყო მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავი მარცხენა მცველის პოზიციაზე, მაგრამ ბოლო დროს მისი მომავალი კლუბში საეჭვო იყო.

"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, კრისტოფ ფროინდმა ახლახან მოგვაწოდა ინფორმაცია კლუბში კანადელის მდგომარეობის შესახებ:

„ახალი არაფერია. მან ჯერ კარგი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. ჩვენ ვიცით, რამდენად კარგია ის. კარგად ვარჯიშობს და ფორმაშია."

დეივისი მართლაც კარგ ფეხბურთს თამაშობს. მან ზაგრების "დინამოსთან" მატჩში მთელი 90 წუთი ითამაშა და ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა.

შესაძლოა ეს იმაზე მიანიშნებდეს, რომ დეივისმა აზრი შეიცვალა და "ბაიერნში" დარჩენა მისთვის უკვე მიმზიდველია.
“მიზანი ყოველთვის ერთია..” - ვენსან კომპანი მის დაცვის სტილზე
ვენსან კომპანი მის დაცვის სტილზე:

"საბოლოოდ, ჩვენი მიზანია მოვიგოთ ბურთი ნებისმიერ სისტემაში. დაცვის მიზანი ყოველთვის ერთია: ბურთის მოგება და კარის სუფთად შენარჩუნება.

აქამდე ხშირად მივაღწიეთ წარმატებას ამაში. ზოგჯერ კი ვერ ვიღებთ იმას, რაც დავიმსახურეთ.

ჩვენ ყოველთვის გუნდურად ვიცავთ. ჩემი ფეხბურთელები ამას კარგად აკეთებენ."
ბრემენის "ვერდერი" - მიუნხენის "ბაიერნი" (შესაძლო შემადგენლობა)
ხვალ, 21 სექტემბერს, თბილისის დროით 17:30 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგურ შეხვედრაში ბრემენის "ვერდერს" ესტუმრება.

მატჩამდე 1 დღით ადრე, გერმანული გამოცემები შესაძლო სასტარტო თერთმეტეულს აქვეყნებენ:

ბაიერნი(4-2-3-1): ნოიერი - ლაიმერი, კიმი, უპამეკანო, გერეირო - კიმიხი, პალინია - კომანი, მუსიალა, გნაბრი - კეინი.

კომპანი: "მოუთმენლად ველი ოქტობერფესტზე ოჯახთან ერთად წასვლას"
ვენსან კომპანი კვირას, ოქტობერფესტის მოახლოებულ ვიზიტზე:

„გვინდა ოჯახურად განვიცადოთ ეს კულტურა.

ოქტობერფესტი ძალიან მნიშვნელოვანია მიუნხენელებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. მაგრამ, მომდევნო 24 საათი ყველას ყურადღება "ვერდერთან" მატჩზე იქნება.

მოუთმენლად ველი, კვირას ოქტობერფესტზე ოჯახთან და "ბაიერნთან" ერთად წასვლას."
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 10 ყველაზე უხვგოლიანი მატჩი (რეიტინგი)
ვენსან კომპანის მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ საღამოსვე ზაგრების "დინამო" 9-2 გაანადგურა...
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0