ოდრიოსოლა ბაიერნი დიდებული კლუბია და ჩემთვის დიდი პატივია რომ დღეს აქ ვარ

ოდრიოსოლა ბაიერნი დიდებული კლუბია და ჩემთვის დიდი პატივია რომ დღეს აქ ვარ

დღეს მიუნხენის "ბაიერნმა" ესპანელი მცველი, ალვარო ოდრიოსოლა ექვსთვიანი იჯარით დაიმატა.

24 წლის ფეხბურთელმა "რეკორდმაისტერში" წარდგენის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი ისტორიულ გუნდში ვითამაშებ. როდესაც "ბაიერნისგან" მოგდის შემოთავაზება, სხვა გზა უბრალოდ არ გაქვს, უნდა დათანხმდე. მეც უყოყმანოდ დავთანხმდი აქ გადმოსვლას."

"მართალია, ბოლო დროის განმავლობაში დიდი დრო არ მეძლეოდა, თუმცა, სრულიად მზად ვარ. მოუთმენლად ველოდები "შალკესთან" თამაშს და ჩემს დებიუტს."

"მე ვესაუბრე ჩაბი ალონსოსა და ხამეს როდრიგესს. ჩაბიმ მითხრა, რომ მიუნხენი დიდებული ქალაქია. ხამესმაც ასევე ძალიან დადებითი სიტყვები მითხრა კლუბზე."

"გერმანული ფეხბურთი ჰგავს ესპანურს. მე მიყვარს ბუნდესლიგა და ვადევნებ თვალს თამაშებს. აქაურ გუნდებს უყვართ ბურთის კონტროლი. ვფიქრობ, ადაპტაციას მალევე გავივლი."

"ალკანტარა, კოუტინიო, ლუკას ერნანდესი. აქ არაერთი ესპანურად მოლაპარაკე ფეხბურთელი დამხვდა, რაც მახარებს. ასევე ვესაუბრე ტონი კროოსს, რომელმაც "ბაიერნზე" და გუნდის შიდა ატმოსფეროზე სასიამოვნო რაღაცები მითხრა." - აცხადებს ოდრიოსოლა.


22-01-2020, 21:44
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2