რობერტ ლევანდოვსკიმ საოცარი რეკორდი დაამყარა

რობერტ ლევანდოვსკიმ საოცარი რეკორდი დაამყარა

შაბათს გერმანიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" გელზერკიხენის "შალკეს" უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა.

"რეკორდმაისტერი" მე-7 წუთზე პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შედეგიანი დარტყმით დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ გუნდის ლიდერმა ამ გოლის წყალობით რეკორდი დაამყარა.

კერძოდ, ლევანდოვსკის ბუნდესლიგის ზედიზედ 9 შეხვედრაში აქვს უკვე გოლი გატანილი. მსგავსი შედეგი კი ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, "შალკეს" ყოფილმა ფეხბურთელმა, კლაუს ფიშერმა დააფიქსირა 1970-იან წლებში.

იმ შემთხვევაში, თუ ლევანდოვსკი "მაინცის" წინააღმდეგაც შეძლებს გოლის გატანას, მაშინ ის ხსენებული რეკორდის მოხსნას შეძლებს.


28-01-2020, 00:29
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0