როგორ გადაწყდება ჰანს ფლიკის ბედი

როგორ გადაწყდება ჰანს ფლიკის ბედი

მოგეხსენებათ, ჰანს ფლიკს დარჩენის საკითხი მიუნხენის "ბაიერნში" ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, 54 წლის სპეციალისტის ბედზე 3 ფაქტორი იქონიებს ზეგავლენას.

პირველ რიგში "ჩელსის" ორრაუნდიანი დაპირისპირებაა. იმ შემთხვევაში, თუ გუნდი "არისტოკრატებს" ვერ გასცდება, მაშინ ფლიკის შანსები საკმაოდ შემცირდება.

საპირისპიროდ, გერმანელი სპეციალისტის შანსები ერთი-ორად გაიზრდება, თუ გუნდი ლიგის 1/4 ფინალურ ეტაპსაც დაძლევს და მინიმუმ 1/2 ფინალში ითამაშებს.

და ბოლო ფაქტორი, რაც ფლიკის მომავალზე იქონიებს ზეგავლენას შიდა ჩემპიონატებია. კლუბის მესვეურებმა 54 წლის მწვრთნელს როგორც ბუნდესლიგის, ასევე თასის მოგება დაავალეს. საშინაო არენაზე დუბლის შესრულება კი მას საკმაოდ დიდ პლიუსებს დაუწერს.


21-02-2020, 01:09
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2