LEquipe ბაიერნი ტუხელს უმიზნებს

LEquipe ბაიერნი ტუხელს უმიზნებს

მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა პოტენციური მთავარი მწვრთნელის ძიებაში ახალგაზრდა გერმანელი სპეციალისტის კანდიდატურას არ ივიწყებს.

ცნობილი ფრანგული გამოცემა "L,Equipe" იტყობინება, რომ "ბაიერნი" რეგულარულად აკვირდება "პარი სენ ჟერმენის" თავკაცის, თომას ტუხელის, მოღვაწეობას.

ტუხელს ახლა პარიზულ კლუბში არც ისე კარგი მდგომარეობა აქვს. მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური მატჩი სტუმრად დორტმუნდის "ბორუსიასთან" 1:2 წააგო და ევროპის მთავარ ტურნირზე მორიგ კრახს ტუხელს ალბათ არ აპატიებენ.

დიდია ალბათობა, რომ ზაფხულში ტუხელმა ფრანგული კლუბი დატოვოს და ამ შემთხვევაში მიუნხენური გრანდის ბოსები ჩაერთვებიან საქმეში.

ამჟამად "ბაიერნს" ჰანს-დიტერ ფლიკი უდგას სათავეში და გერმანელის კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა გათვლილი.


23-02-2020, 00:30
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2