კოვაჩი ხამესის ბედი მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული

კოვაჩი ხამესის ბედი მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული

მიუნხენური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, გუშინდელ პრესკონფერენციაზე ხამეს როდრიგესის მომავალიც განიხილა.

"მთავარ მწვრთნელს, რა თქმა უნდა, თავისი მოსაზრება ყოველთვის აქვს, მაგრამ ეს კლუბის ხელმძღვანელობამ მაინც უნდა განიხილოს.

ჩვენ, ყველანი, ერთად შევაფასებთ პლიუსებსა და მინუსებს და მივიღებთ საბოლოო, გააზრებულ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა კოვაჩმა.

27 წლის კოლუმბიელი ნახევარმცველი "რეკორდმაისტერის" ღირსებას იჯარის წესით იცავს და "ბაიერნს" მისი გამოსყიდვის უფლება ზაფხულამდე აქვს.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, ხამესმა 19 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა.


1-03-2019, 14:16
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2