ბაიერნის თვის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა ცნობილია

ბაიერნის თვის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა ცნობილია

მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივრებმა გასული თვის საუკეთესო მიუნხენელი აირჩიეს.

არანორმალური ბრძოლისუნარიანობა, უდიდესი სამუშაო და გადამწყვეტი გოლები - ამ ყველაფრის წყალობით "რეკორდმაისტერის" ფანების გული გუნდის ესპანელმა საყრდენმა, ხავი მარტინესმა, დაიპყრო.


30 წლის ესპანელმა საერთო ხმების 58% მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მარტინესმა კინგსლი კომანი (13,1%), სერჟ გნაბრი (11,3%), ლეონ გორეცკა (5,4%) და ხამეს როდრიგესი (3,6%) ჩამოიტოვა უკან.

ხავი მარტინესმა, რომელსაც "ხავი მაშინეზ" შეარქვეს, "ენფილდზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ (0:0) ფანტასტიკურად იასპარეზა, ხოლო რამდენიმე დღეში "ჰერტასთან" (1:0) გამარჯვების გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, ხავი მარტინესმა 24 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 3 ბურთი გაიტანა.


5-03-2019, 13:19
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2