გერმანული გამოცემა Sport1-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნსა" და ლევერკუზენის "ბაიერს" შორის კაი ჰავერცის თაობაზე.
წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" მზადაა 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო გადაიხადოს, ეს კი კლუბის ისტორიაში სარეკორდოა.
როგორც ცნობილია, ჰავერცის შეძენა ასევე "ბარსელონასა" და "ლივერპულსაც" სურთ, თუმცა, გერმანულ კლუბებს შორის წინასწარი შეთანხმება უკვე შედგა და ტრანსფერი, ფაქტობრივად, გარდაუვალია.
შეგახსენებთ, რომ ჰავერცის დამატება პირადად ჰანს ფლიკის მოთხოვნაა.