ბუნდესლიგის განახლების სავარაუდო თარიღი ცნობილია

ბუნდესლიგის განახლების სავარაუდო თარიღი ცნობილია

გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, ბუნდესლიგისა და ბუნდესლიგა 2-ის შეხვედრები, სავარაუდოდ, 30 აპრილს განახლდება.

როგორც გერმანიის საფეხბურთო ლიგის აღმასრულებული დირექტორი, კრისტიან სეიფერტი აცხადებს, ჯერ-ჯერობით კონკრეტული გეგმა არ არსებობს, თუ როგორ განახლდება ტურნირები. თუმცა, ნავარაუდებია, რომ ჩემპიონატი დახურულ კარს მიღმა სწორედ მომავალი თვის ბოლოს უნდა გაგრძელდეს.

იმ შემთხვევაში, თუ ბუნდესლიგა დათქმულ ვადაში დაიწყება, მაშინ მისი დასრულება, დაახლოებით, 30 ივნისისთვის იგეგმება.

გარდა ამისა, გერმანულ კლუბებს 5 აპრილამდე ვარჯიშების ჩატარება აკრძალული აქვთ. ჯერ-ჯერობით უცნობია, გადაიწევს თუ არა ეს თარიღიც.

სეიფერტის განცხადებით, ყველაფერთან ერთად FIFA-სთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები სატრანსფერო ფანჯრის დროისა და რეგულაციების ცვლილების შესახებ.


31-03-2020, 20:04
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2