გერმანიის ჩემპიონატებში მომავალი სეზონიდან ახალი, მნიშვნელოვანი ცვლილება შევა ძალაში.
კერძოდ, ამიერიდან ბუნდესლიგისა და ბუნდესლიგა 2-ის შეხვედრებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ 16 წლის ასაკს მიღწეულ ფეხბურთელებს.
მოგეხსენებათ, აქამდე ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ იღებდნენ 18 წლამდე ფეხბურთელები, რის გამოც ბევრმა ტალანტმა ვერ შეძლო თავის გამოჩენა.
გერმანული ფეხბურთის გულშემატკივრები განსაკუთრებით დორტმუნდის "ბორუსიას" ამომავალი ვარსკვლავის, იუზუფ მუოკოკოს გამოჩენას ელოდებიან. კამერუნელი ფორვარდი 2004 წლის 20 ნოემბერს არის დაბადებული და 19-წლამდელთა გუნდში უკვე 20 მატჩში 34 გოლი აქვს გატანილი. მომავალი სეზონიდან კი მუოკოკო უკვე ბუნდესლიგაშიც შეძლებს ასპარეზობას.