Bild კომანი ლივერპულთან მატჩს გამოტოვებს

Bild კომანი ლივერპულთან მატჩს გამოტოვებს

მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ფრანგი გარემარბი, კინგსლი კომანი, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩს გამოტოვებს.

22 წლის ფრანგმა 23 თებერვალს ბერლინის "ჰერტასთან" საშინაო შეხვედრაში (1:0) მიიღო ბარძაყის დაზიანება და მოედანი იძულებით დატოვა.

კომანმა წინა კვირას სირბილი დაიწყო, მაგრამ ცნობილი გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ კინგსლი "ლივერპულთან" თამაშამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.

"ენფილდზე" პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, ხოლო მიუნხენში "ბაიერნი" მერსესაიდულ გრანდს 13 მარტს უმასპინძლებს.

სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდება არიენ რობენი, რომელიც მომჯობინდა და სავარაუდოდ სწორედ ის დაიკავებს კომანის ადგილს.


7-03-2019, 14:32
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2