მიროსლავ კლოზეს ბაიერნში დაბრუნება კიდევ უფრო რეალური ხდება

მიროსლავ კლოზეს ბაიერნში დაბრუნება კიდევ უფრო რეალური ხდება

ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, შესაძლოა, ლეგენდარული მიროსლავ კლოზე მოგვევლინოს.აღნიშნულ თემაზე "რეკორდმაისტერის" დამრიგებელმა, ჰანს ფლიკმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მართლაც დაუკავშირდა ვეტერან თავდამსხმელს.დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კლოზეს მოსვლა ჰანს ფლიკის სამწვრთნელო შტაბში კიდევ უფრო რეალური ხდება.გამოცემა Bild-ის ცნობით, 41 წლის ფეხბურთელი ივნისში სამწვრთნელო კურსებს იწყებს, რომელიც 11-თვიან ტრეინინგს მოიცავს. როგორც ჩანს, კლოზე სერიოზულად ფიქრობს სამწვრთნელო საქმიანობაზე და ფლიკის ასისტენტობა მისთვის უდიდესი გამოცდილება იქნება.


9-04-2020, 02:24
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2