ჰუმელსი ამას არ ვიმსახურებდით

ჰუმელსი ამას არ ვიმსახურებდით


მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილი ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი, ეროვნული გუნდიდან გაშვებას გამოეხმაურა.

"მინდა, რომ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება ორი სიტყვით მეც შევაფასო.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი აზრი გამაჩნია, ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი იყო ამ ინფორმაციის მიღების ფორმა.

ვფიქრობ, მე გერმანული ფეხბურთის ფედერაციასთან ყოველთვის გულწრფელი და კარგი ურთიერთობა მქონდა. ერთმანეთს სამართლიანად ვექცეოდით.

თომასი, ჟერომი და მე ეროვნული გუნდის ღირსებისთვის წლების განმავლობაში ვიბრძოდით და ვფიქრობ, ასეთ საქციელს არ ვიმსახურებდით. გული მეტკინა, ვინაიდან გერმანიის ნაკრებში თამაში მიყვარდა!", - განაცხადა ჰუმელსმა.

"ბუნდესნაკრების" თავკაცის, იოახიმ ლიოვის, გადაწყვეტილებით, თომას მიულერი, ჟერომ ბოატენგი და მატს ჰუმელსი ნაკრებში სათამაშოდ აღარ გამოდგებიან.


8-03-2019, 15:23
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2