ბაიერნს სანესთან დაკავშირებით ახალი გეგმები აქვს

ბაიერნს სანესთან დაკავშირებით ახალი გეგმები აქვს

გუშინ გერმანულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ჰანს ფლიკი ლეროი სანეს ესაუბრა და მომავლის გეგმები განიხილა.

როგორც ჩანს, ამ დიალოგის შემდეგ 55 წლის სპეციალისტი დარწმუნდა ახალგაზრდა გერმანელის ტრანსფერის აუცილებლობაში და საბოლოოდ გადაწყვიტა მისი შეძენა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" მზადაა "სიტისთან" მოლაპარაკებების გასანახლებლად. ამჯერად მიუნხენური გრანდი 24 წლის ვინგერის ფასის დაგდებას ეცდება.

წყაროს ცნობით, "ქალაქელები" სანეს 85 მილიონ ევროდ აფასებენ. "ბაიერნი" კი შეეცდება, რომ სანეს ღირებულება 70 მილიონამდე ჩამოიყვანოს.


1-05-2020, 01:39
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2