მიუნხენის "ბაიერნმა" ჩინურ კომპანია დოიუნთან, რომელიც მსოფლიოში ცნობილია როგორც TikTok, თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.
"ბაიერნმა შანხაიში 2016 წელს ოფისი გახსნა და პირველი გერმანული გუნდი გახდა, რომელმაც მსგავსი ნაბიჯი გადადგა ამ რეგიონში. ამ დღიდან ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი გახდა რეგიონში გუნდის პოპულარიზაცია და ფანების მოძიება."
"მოხარულები ვართ, რომ ვაფორმებთ ხელშეკრულებას დოიუნთან, რადგან ეს კომპანია გვთავაზობს ბრწყინვალე შანსს სოციალურ მედიაში "ბაიერნის" პოპულარიზირებისთვის." - აცხადებს გუნდის მერჩენდაიზინგის უფროსი, იორგ ვაკერი.