ფლიკი ყველა მოუთმენლად ველოდებით მატჩების განახლებას

ფლიკი ყველა მოუთმენლად ველოდებით მატჩების განახლებას

კვირას ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" ბერლინის "უნიონს" ესტუმრება. დღეს კი "რეკორდმაისტერის" დამრიგებელმა, ჰანს ფლიკმა მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩაატარა.

"ყველა მოუთმენლად ველოდებით მატჩების განახლებას. კვირების განმავლობაში ვემზადებოდით ამ დღისთვის და მინდორზე გამოჩნდება, თუ როგორ ფორმაში შევხვდებით სეზონის დარჩენილ ნაწილს."

"ყველაფრის მიუხედავად ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვეულ რიტმში გაგრძელდება ცხოვრება. ძველი ტემპის დასაბრუნებლად ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი."

"დახურულ კარს მიღმა რთულია, თუმცა, ყველა გუნდი თანაბარ კონდინციებშია. მთავარია, რომელი კლუბი გაუძლებს ამ ზეწოლას ყველაზე მეტად. იმედი მაქვს, მალე შევძლებთ ჩვენი ხარისხის ჩვენებას."

"მომავალ დაპირისპირებას რაც შეეხება. მათი ძლიერი მხარე ფანებია, თუმცა, მათი არ ყოფნის მიუხედავად მაინც ძალიან რთულ შეხვედრას ველოდებით. ამ კლუბს შეუძლია მუდმივ წნეხში ამყოფოს მეტოქე." - აცხადებს ფლიკი.


15-05-2020, 18:33
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2