17 მაისს მსოფლიოს მასშტაბით ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება. აღნიშნულ ღონისძიებას მიუნხენის "ბაიერნის" შეუერთდა სოციალური ქსელის მეშვეობით.
"დღეს და ყოველთვის - არა ჰომოფობიას! დიახ ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებას." - წერს გერმანული კლუბის ოფიციალური გვერდი.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ბაიერნი" ასევე თავის პირველ მატჩს ატარებს ბუნდესლიგის სეზონის განახლების შემდგომ. გუნდი ბერლინის "უნიონს" ესტუმრება.