ბაიერნმა ალაბასა და ალკანტარას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღო

ბაიერნმა ალაბასა და ალკანტარას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღო

ბოლო პერიოდში მიუნხენის "ბაიერნმა" გუნდის არაერთ ლიდერთან გაახანგრძლივა ხელშეკრულება, თუმცა, არსებობს რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ჯერ კიდევ აჭიანურებენ კონტრაქტის გაფორმებას, მათ შორის არიან დავიდ ალაბა და ტიაგო ალკანტარა.

გერმანული გამოცემები ინფორმაციით, "რეკორდმაისტერმა" ზემოხსენებული მოთამაშეების მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და აპირებს, რომ არცერთი მათგანი ზაფხულში არ გაყიდოს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ისინი ახალ კონტრაქტს არ გააფორმებენ, "ბაიერნი" არც ალაბასა და არც ალკანტარას გაყიდვას არ გეგმავს.

თუმცა, ესპანელის შემთხვევაში ოდნავ განსხვავებული სიტუაციაა. თუ თავად ალკანტარა მოითხოვს, რომ "რეკორდმაისტერის" რიგების დატოვება სურს, მაშინ კლუბი მას 60-80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა. სხვა შემთხვევაში კლუბი ამ ფეხბურთელებზე მიღებულ არცერთ შეთავაზებას არ განიხილავს.


4-06-2020, 21:27
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2