კინგსლი კომანის საოცარი მიღწევა შიდა ჩემპიონატებში

კინგსლი კომანის საოცარი მიღწევა შიდა ჩემპიონატებში

ბუნდესლიგის დასრულებამდე 4 ტური არის დარჩენილი და მიუნხენის "ბაიერნს" მხოლოდ 2 გამარჯვება სჭირდება, რათა ოფიციალურად გაინაღდოს ჩემპიონის ტიტული.

რაც შეეხება "რეკორდმაისტერის" ფრანგ ლეგიონერს, კინგსლი კომანს, შეიძლება ითქვას, რომ ის შიდა ჩემპიონატების ნამდვილ დამპყრობელად ჩამოყალიბდა.

კერძოდ, კომანს კარიერაში ჩატარებულ 7 სეზონში 7 (!!!) შიდა ჩემპიონატი აქვს მოგებული და კიდევ ერთი ბუნდესლიგის ტიტული მისთვის მერვე იქნება. თანაც ის ამჟამად მხოლოდ 23 წლისაა.

კომანის ბრწყინვალე სვლა 2012/13 წლების ლიგა 1-ის ტიტულით დაიწყო. პარიზში ზედიზედ ორი ტრიუმფის შემდეგ ის "იუვენტუსს" შეუერთდა და სერია ა-ს ტიტულიც გამოაცხო. ახლა კი "ბაიერნში" ზედიზედ მეხუთე ბუნდესლიგის აღსანიშნად ემზადება.


8-06-2020, 16:58
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2