ტრიპლეტის შესრულების შანსი მხოლოდ სამ გუნდს დარჩა

ტრიპლეტის შესრულების შანსი მხოლოდ სამ გუნდს დარჩა


მოგეხსენებათ, ფეხბურთი ნელ-ნელა ჩვეულ რითმს უბრუნდება, თუმცა რა თქმა უნდა, მაყურებლის გარეშე. გერმანიის შემდეგ კი სულ მალე სხვა წამყვან ქვეყნებშიც განახლდება ჩემპიონატები.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში მხოლოდ სამი გუნდიღაა დარჩენილი ისეთი, რომლებსაც ტრებლის მოგების შანსი ჯერ კიდევ აქვთ. მათ შორის ერთ-ერთი მიუნხენის "ბაიერნია".

ბუნდესლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე "რეკორდმაისტერი" 7 ქულით ლიდერობს ცხრილს და ჩემპიონობა, ფაქტობრივად, გარდაუვალია. გუშინ გუნდმა გერმანიის თასის ფინალშიც შეძლო გასვლა, სადაც "ლევერკუზენს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ გუნდი ცალი ფეხით 1/4 ფინალშია და მომავალ მეტოქეს ელოდება.

კიდევ ორი კლუბი, რომლებსაც ტრიპლეტის მოგების შანსი ჯერ კიდევ აქვთ "იუვენტუსი" და "პსჟ" არიან. ამ უკანასკნელმა უკვე მოიგო ლიგა 1 და საფრანგეთის თასის ფინალშიცაა გასული. რაც შეეხება "ბიანკონეროს", მას სერია ა-ში საკმაოდ რთული ბრძოლის გადატანა მოუწევს ჩემპიონობის მოსაპოვებლად.


11-06-2020, 19:42
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2