რა ხდება ალაბასთან დაკავშირებით  მხარეების პოზიციები ცნობილია

რა ხდება ალაბასთან დაკავშირებით მხარეების პოზიციები ცნობილია

ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ დავიდ ალაბას მიუნხენის "ბაიერნის" დატოვება სურს.

გერმანულმა გამოცემებმა 28 წლის მცველის სავარაუდო მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაავრცელეს.

წყაროს ცნობით, ალაბას მთავარ მიზანს კლუბის დატოვება არ წარმოადგენს. მას უბრალოდ სურს გაუმჯობესებული კონტრაქტი და მნიშვნელობა არ აქვს ამას "რეკორდმაისტერის" რიგებში მიიღებს თუ სხვაგან.

როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში თუ ალაბას კლუბის დატოვება მოუწევს, მაშინ მას ლა ლიგაში სურს გადაბარგება და არა პრემიერლიგაში.

რაც შეეხება "ბაიერნის" პოზიციას. კლუბისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალური სარგებელის მიღება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მხარეები კონტრაქტზე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ ალაბა მიუნხენს ვადის ამოწურვამდე, ამ ზაფხულშივე დატოვებს.


30-06-2020, 23:29
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2