ბაიერნმა იოვიჩის თაობაზე პირველი შეთავაზება გააკეთა

ბაიერნმა იოვიჩის თაობაზე პირველი შეთავაზება გააკეთა

მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობამ ფრანკფურტის "აინტრახტის" სუპერ-ტალანტის, ლუკა იოვიჩის, ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

"Mundo Deportivo"-ს ჟურნალისტი მიგელ რიკო იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერმა" "აინტრახტის" ბოსებს პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართა.

მიუნხენური გრანდის ბოსებმა "არწივებს" ლუკას სანაცვლოდ 56 მილიონი ევრო შესთავაზეს.

"ბაიერნის" გარდა იოვიჩისთვის "ინტერი" და "ბარსელონა" იბრძვიან. ბოლო ინფორმაციით, კატალონიური გრანდი ლუკაში 60 მილიონს იხდის.

21 წლის უნიჭიერესი სერბი მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურად გამოიყურება - ყველა ტურნირზე ერთად ლუკა იოვიჩმა 36 თამაშში 22 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გააკეთა.


26-03-2019, 19:37
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2