ნოიერი ყველაფრის მიუხედავად მე მაინც საუკეთესო ვარ

ნოიერი ყველაფრის მიუხედავად მე მაინც საუკეთესო ვარ

მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, მანუელ ნოიერმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"ყველა ფეხბურთელს მხოლოდ ერთი კარიერა აქვს, რომლის დასრულების შემდეგაც უკან ვეღარ დაბრუნდები. თუ დავინახავ, რომ ფეხბურთი მხრებზე მაწვება, მაშინ, დავასრულებ კარიერას, ისევე, როგორც ეს ფილიპ ლამმა გააკეთა."

"თუმცა, ამ მომენტში ვხედავ, რომ უდიდესი წყურვილი მაქვს ფეხბურთის თამაშის. წინ კიდევ არაერთი ტიტულია, რომლის მოგებაც მსურს."

"რომელი მწვრთნელი ათამაშებს ფეხბურთელს, თუ ის საუკეთესო არაა? მიუხედავად იმისა, რომ 17 წლის აღარ ვარ, მაინც ვფიქრობ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ვარ. ეს კი მტკიცდება იმით, რომ ნაკრებში და "ბაიერნში" არსებული დიდი კონკურენციის მიუხედავად მე მაინც პირველი კიპერი ვარ."

"თუ "ჩელსის" გავცდებით, ჩვენ ერთმატჩიანი დაპირისპირებები გვიწევს ლისაბონში. ორთამაშიან დუელებში ვფიქრობ, ფავორიტები ვიყავით ყველგან, ერთ შეხვედრაში კი შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. აქ იღბალი დიდ როლს ითამაშებს. ამის მიუხედავად ვთვლი, რომ ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება ჩვენთან თამაში." - აცხადებს მანუ.


22-07-2020, 17:53
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2