ბაიერნის რიგებში ტრავმიანობა კვლავ გრძელდება

ბაიერნის რიგებში ტრავმიანობა კვლავ გრძელდება


ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე ორი კვირით ადრე მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ტრავმიანობა კვლავ გრძელდება.

დღეს "რეკორდმაისტერმა" მორიგი გუნდური ვარჯიში ჩაატარა, თუმცა, სამწუხაროდ მარჯვენა მცველმა, ბენჟამინ პავარმა დაზიანება მიიღო, რის გამოც საწვრთნელი ბაზა დროზე ადრე დატოვა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, საქმე მყესის დაზიანებასთან გვაქვს. ჯერ-ჯერობით უცნობია, ზუსტად რა დრო გაუცდება ფრანგ მცველს, თუმცა, პირველადი დაკვირვებით ტრავმა საკმაოდ სერიოზულია.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, პავარმა გუნდის დახმარება ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ ეტაპზე ვერ მოახერხოს.


26-07-2020, 21:32
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2