გუშინ ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" მარსელის "ოლიმპიკს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.
დიდხნიანი პაუზის შემდეგ "რეკორდმაისტერის" რიგებში დაბრუნდა ნიკლას სულე, რომელმაც თამაშის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა.
"როდესაც 9-10 თვის შემდეგ პირველ თამაშს ატარებ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად ვთვლი, რომ ძალიან კარგ ფიზიკურ კონდინციებში ვარ."
"რა თქმა უნდა დრო დამჭირდება, რომ ძველი სიძლიერე დავიბრუნო. თუმცა, როდესაც გუნდს დავჭირდები მე ყოველთვის მზად ვარ." - აცხადებს სულე.