გერმანიის სუპერთასზე უნიკალური შემთხვევა ფიქსირდება

გერმანიის სუპერთასზე უნიკალური შემთხვევა ფიქსირდება

მიმდინარე წლის 30 სექტემბერს გერმანიის სუპერთასი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბორუსია" დაუპირისპირდებიან.

როგორც წესი, ხსენებული შეხვედრა თასის გამარჯვებულის, ან ბუნდესლიგის მეორეადგილოსნის სტადიონზე იმართება ხოლმე (იმ შემთხვევაში, თუ თასსაც და ჩემპიონატსაც ერთი გუნდი იგებს), თუმცა, მიმდინარე წელი გამონაკლისი იქნება.

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ისტორიაში პირველად სუპერთასის თამაში ბუნდესლიგის გამარჯვებულის სტადიონზე ჩატარდება.

შესაბამისად, "ბაიერნი" და "დორტმუნდი" ერთმანეთს 30 სექტემბერს "ალიანს არენაზე" შეხვდებიან. დაესწრებიან თუ არა ფანები თამაშს, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.


7-08-2020, 21:06
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2