ბაიერნმა ჩელსი მიუნხენშიც გაანადგურა  შემდეგი ბარსელონაა

ბაიერნმა ჩელსი მიუნხენშიც გაანადგურა შემდეგი ბარსელონაა

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნმა" ლონდონის "ჩელსი" კვლავ დიდი სხვაობით დაამარცხა.

ინგლისში 3:0 გამარჯვებისა და პანდემიის გამო აღებული პაუზის შემდეგ ჰანსი ფლიკის გუნდმა მშვენიერი სტარტი აიღო - რობერტ ლევანდოვსკიმ მატჩის დებიუტშივე მოიპოვა პენალტი სერჟ გნაბრის შესანიშნავი გადაცემით და თავად მოახდინა რეალიზიბა - 1:0!

რამდენიმე წუთში პოლონელმა თავდამსხმელმა ივან პერიშიჩი დატოვა იდეალურ პოზიცია და ხორვატმა თავისი გაიტანა. "ჩელსიმ" ტაიმის ბოლოს მანუელ ნოიერის შეცდომის წყალობით ერთი ბურთი გაქვითა და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში გერმანელებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და კიდევ ორი ბურთი გაიტანეს. ჯერ კოკო ტოლისომ გამოიჩინა თავი, ხოლო მოგვიანებით ალვარო ოდრიოცოლას ჩაწოდებას რობერტ ლევანდოვსკი ბრწყინვალე თავურით გამოეხმაურა, დუბლი გაიფორმა და წერტილიც დასვა - 4:1!

ორი მატჩის ჯამში, "ბაიერნმა" 7:1 იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ სტადიაზე კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

"ბაიერნისა" და "ბარსელონას" შეხვედრა 14 აგვისტოს ლისაბონში გაიმართება და შეგახსენებთ, რომ ეს ერთმატჩიანი დუელი იქნება.


9-08-2020, 03:55
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2