პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში  ბაიერნის უნიკალური მიღწევა

პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ბაიერნის უნიკალური მიღწევა

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნმა" ლონდონის "ჩელსი ძალიან დამაჯერებლად გამოაგდო.

ჰანსი ფლიკის გუნდმა დღეს მიუნხენში ინგლისური კლუბი 4:1 გაანადგურა და "ლურჯებს" ორი მატჩის ჯამში, 7:1, მოუგო.

აღსანიშნავია, რომ "რეკორდმაისტერს" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 100%-იანი შედეგით ჰქონდა დასრულებული, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნმა" ჯერჯერობით ტურნირზე ყველა თამაში მოიგო.

მიუნხენური გრანდი გახდა პირველი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 8 თამაშის მოგება მოახერხა.

აქამდე რეკორდი ეკუთვნოდა მადრიდის "რეალს", რომელმაც 2014/15 წლების სეზონში მიჯრით 7 შეხვედრა მოიგო.

"ბაიერნის" მომდევნო მეტოქე 14 აგვისტოს კატალონიის "ბარსელონა" იქნება.


9-08-2020, 05:16
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0