ინტერი ბაიერნს ორმაგ გაცვლას სთავაზობს

ინტერი ბაიერნს ორმაგ გაცვლას სთავაზობს

მიუნხენის "ბაიერნსა" და მილანის "ინტერს" შორის სატრანსფერო ბაზარზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

იტალიური გამოცემა Sport Mediaset-ის ინფორმაციით, "ნერაძურიმ" მიუნხენურ გრანდს ახალი წინადადება შესთავაზა, სადაც ორმაგი გაცვლა ფიგურირებს.

კერძოდ, წყაროს ცნობით, მილანელები მზად არიან დავიდ ალაბასა და კორენტინ ტოლისოს სანაცვლოდ ივან პერიშიჩი და მარსელო ბროზოვიჩი დათმონ.

მოგეხსენებათ, "ინტერს" დიდი ხანია ტოლისოს დამატება სურს, თავის მხრივ კი "ბაიერნი" პერიშიჩისა და ბროზოვიჩის მიმართ გამოთქვამს სიმპატიებს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ალაბა ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, არ არის გამორიცხული, ზემოხსენებული გაცვლა ვიხილოთ.


17-08-2020, 01:54
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2