რა თანხა გამოიმუშავა ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში

რა თანხა გამოიმუშავა ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში

ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონი დასასრულს მიუახლოვდა და უკვე ვიცით, რომ "ბაიერნი" გადამწყვეტ შეხვედრაში "პსჟს" დაუპირისპირდება. საინტერესოა, რა თანხა გამოიმუშავა მიუნხენურმა გრანდმა ტურნირზე წარმატებულად გამოსვლის წყალობით.

გამოცემა Sky-ს ინფორმაციით, გუნდს ყველა ეტაპის დაძლევის გამო ჯამში 78.45 მილიონი ევრო გადაეცემა, გარდა ამისა, "ბაიერნი" ასევე 33.24 მილიონ ევროს მიიღებს ბონუსის სახით, მოგებული თამაშების გამო. (კლუბმა 10-დან 10-ივე შეხვედრა მოიგო).

როგორც ცნობილია, ზემოხსენებულ თანხაში არ არის გათვალისწინებული სატელევიზიო უფლებებიდან შემოსული ფული. ასევე, თუ "ბაიერნი" ტიტულის მოგებას მოახერხებს, კლუბი დამატებით კიდევ 4 მილიონ ევროს მიიღებს.

შესაბამისად, საერთო ჯამში "რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში არანაკლებ 111 მილიონი ევრო მიიღებს, სატელევიზიო უფლებების გამოკლებით, რაც ისტორიაში სარეკორდოა.


21-08-2020, 03:26
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2