მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველმა, დავიდ ალაბამ, კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადებას უპასუხა და "ლივერპულთან" შეხვედრაზე ისაუბრა.
"ბატონი რუმენიგეს ჩემდამი ნდობას ძალიან ვაფასებ. სალაჰთან დუელისთვის სერიოზულად ვემზადები და ვეცდები, რომ მოედანზე საკუთარი როლი შევასრულო.
სალაჰი დიდებული მოთამაშეა - ჩემთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ის ძალიან სწრაფია, მაგრამ მბაპეს სახით უკვე მაქვს სხვა სწრაფი მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება.
ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმე თამაში იქნება, მაგრამ ცხადია საკუთარი თავის გვჯერა და ვიცით, რომ ძლირები ვართ. ჩვენ მიუნხენის "ბაიერნი" ვართ, არავისი არ უნდა გვეშინოდეს! ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გავიმარჯვოთ", - განაცხადა 26 წლის ავსტრიელმა.