ბაიერნმა ბორუსიას გადაუარა და ლიდერობა დაიბრუნა

ბაიერნმა ბორუსიას გადაუარა და ლიდერობა დაიბრუნა

ბუნდესლიგაში საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება - მიუნხენის "ბაიერნმა" შინ დორტმუნდის "ბორუსიას" გადაურბინა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.

მიუნხენელებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და სწრაფი გოლი გაიტანეს. მანამდე "ბორუსიას" ჰქონდა მომენტი, როდესაც მარკო როისის ჭკვიანური პასის შემდეგ მაჰმუდ დაუდმა ბურთი ძელს გაარტყა.

მე-10 წუთზე ტიაგო ალკანტარას კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მატს ჰუმელსმა თავით კარში გადაგზავნა და ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გატანილი ბურთი არ აღნიშნა - 1:0!

დაახლოებით 7 წუთში საშინელი შეცდომა დაუშვა დორტმუნდელების მცველმა, ზაგადუმ, რომელსაც რობერტ ლევანდოვსკიმ წაართვა ბურთი, კარიდან გამოსულ რომან ბიურკის ელეგანტურად გადაუგდო თავზე და აკრობატულ ნახტომში "ბაიერნი" ორი ბურთით დააწინაურა.



"ბაიერნმა" დამაჯერებლად მოქმედება გააგრძელა და პაუზის შემდეგ ტაიმის ბოლოს კვლავ გააქტიურდა. გათამაშებული ჯარიმის შემდეგ საჯარიმოდან გამოვარდნილი ბურთი ხავი მარტინესმა დახვეწილი, ტექნიკური დარტყმით კარის ბადეში გადაგზავნა - 3:0.

ორ წუთში კი "ბორუსიას" დაცვა კვლავ ჩავარდა და თომას მიულერის ჩაწოდების შემდეგ სერჟ გნაბრიმ თავისი მორიგი გოლი გაიტანა.


მეორე ნახევარში მიუნხენელებმა მშვიდად მიიყვანეს საქმე ბოლომდე და ბოლოსკენ მშვენიერი კომბინაცია გაიათამაშეს - იოზუა კიმიხმა გნაბრის გაუყოლა, რომელმაც ცარიელ კართან მყოფ ლევანდოვსკის დუბლი გააფორმებინა.

"ბაიერნმა" "დერ კლასიკერი" 5:0 მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა. ბუნდესლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მიუნხენელები 1 ქულით გავიდნენ წინ.


7-04-2019, 01:22
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2