ტენ ჰაგი გვარდიოლამ ბუნდესლიგა ახალ დონეზე აიყვანა

ტენ ჰაგი გვარდიოლამ ბუნდესლიგა ახალ დონეზე აიყვანა

ამსტერდამის "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, მიუნხენის "ბაიერნში" პეპ გვარდიოლასთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"პეპის სტილის წყალობით ბუნდესლიგა სულ სხვა დონეზე იმყოფება. მის ყოველ ვარჯიშზე ვიღებდი მონაწილეობას, ახალ რაღაცებს მასთან ერთად მეთოდურად ვსწავლობდი.

ის საოცრად იყენებდა თავის ფილოსოფიას მოედანზე, იმუშავებდა სათამაშო სტრუქტურებს, შემტევ ფეხბურთს და თითეული მოთამაშისთვის ჰქონდა შედგენილი ვარჯიშის განრიგი.

მოთამაშეებს სწავლა უნდოდათ, ვინაიდან პეპი მათ მოტივაციას აძლევდა. 5 წუთი საუბარი მიდიოდა, ხოლო შემდეგ ყველა ინტენსიურ ვარჯიშს იწყებდა", - განმარტა 49 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

პეპ გვარდიოლა "რეკორდმაისტერს" 2013-16 წლებში წვრთნიდა და ბუნდესლიგის ტიტული სამივეჯერ მოიგო.

ტენ ჰაგი კი "ბაიერნის" მეორე გუნდს 2013-15 წლებში ავარჯიშებდა. ახლა მან "აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გაიყვანა.


11-04-2019, 13:36
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2