მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, დუისელდორფის "ფორტუნასთან" თამაშით ძალიან კმაყოფილი დარჩა.
ბუნდესლიგის 29-ე ტურში "რეკორდმაისტერმა" "ფორტუნა" გასვლაზე 4:1 გაანადგურა და პირველი ადგილი დაიბრუნა.
"მთელი 90 წუთის განმავლობაში საქმეს სერიოზულად მოვკიდეთ ხელი და მეტოქეს არაფრის შანსი არ დავუტოვეთ.
ეს დამსახურებული გამარჯვება იყო. გუნდმა ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა და დაიბრუნა ლიდერობა, რომლის დათმობაც არ გვსურს", - განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.
ეროვნული ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე მიუნხენური გრანდი დორტმუნდის "ბორუსიას" 1 ქულით უსწრებს.