კოვაჩი არაუშავს ჩემპიონობას სახლში გავიფორმებთ

კოვაჩი არაუშავს ჩემპიონობას სახლში გავიფორმებთ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, "ლაიფციგთან" უგოლო ფრე შეაფასა.

"დღეს ჩვენ კარგი მატჩი ვიხილეთ, რომელშიც უამრავი ორთაბრძოლა იყო. საკუთარი გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, უკეთ ვითამაშეთ და გამარჯვებას ვიმსახურებდით.

ვიცი რა ანგარიშით ითამაშა დორტმუნდის "ბორუსიამ". ბუნდესლიგა საკმაოდ ამაღელვებელია. ვნახოთ რა მოხდება ბოლო ტურში.

ახლა მხოლოდ საკუთარი გუნდის შექება შემიძლია. ვდომინირებდით, ვქმნიდით მომენტებს, მაგრამ გოლის გატანა არ გამოგვივიდა.

თამაშგარე მილიმეტრიანი იყო. სამწუხაროა, რომ ჩემპიონობა დღეს ვერ გავიფორმეთ, მაგრამ ამას მომდევნო კვირას გავაკეთებთ", - განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.

"რეკორდმაისტერი" დორტმუნდის "ბორუსიასთან" ორ ქულიან უპირატესობას ინარჩუნებს და ბოლო ტურში შინ ფრანკფურტის "აინტრახტთან" ფრეც ჰყოფნის.


12-05-2019, 15:10
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2