ხამესმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა

ხამესმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, "Bild-თან" საუბრისას თავის მომავალზე გააკეთა კომენტარი.

"დავრჩები თუ არა? არ ვიცი. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ მიუნხენში ყველაფერი მომწონს, გერმანიაში თავს კომფორტულად ვგრძნობ.

თუმცა დაველოდოთ რა მოხდება მომავალში", - განაცხადა 27 წლის კოლუმბიელმა.

"Bild" იტყობინება, რომ ხამესი მზად არის მიუნხენურ გრანდში დარჩეს, ქალაქი ძალიან მოსწონს, მაგრამ სურს, რომ მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.

ხამესი "ბაიერნის" ღირსებას ბოლო ორი სეზონი იჯარის წესით იცავდა და "რეკორდმაისტერს" მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ივნისის შუარიცხვებამდე აქვს.


24-05-2019, 15:29
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2