ეფენბერგმა სანეს სიტიში დარჩენა ურჩია

ეფენბერგმა სანეს სიტიში დარჩენა ურჩია

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა, ლეგენდარულმა შტეფან ეფენბერგმა, ლეროი სანეს რჩევა მისცა.

გერმანიის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა გარემარბით "რეკორდმაისტერი" სერიოზულად იყო დაინტერესებული და მის ტრანსფერთან ახლოსაც იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ლეროიმ მუხლის ტრავმა მიიღო.

სანეს სერიოზული დაზიანება აქვს და რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწევს, ამიტომ "ბაიერნმა" მის ტრანსფერზე დროებით უარი თქვა.

"ლეროი სანეს ტრანსფერს ახლა არც "ბაიერნისთვის" და არც თავად მოთამაშისთვის არ აქვს მნიშვნელობა.

სანეს ვურჩევდი, რომ დარჩეს მანჩესტერში, სადაც იცნობს ექიმებს, პროფესორებს და ყველაფერს კარგად ჩაიტარებს.

ვფიქრობ, მან ახლა არა "ბაიერნზე", არამედ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე უნდა იფიქროს", - განაცხადა ეფენბერგმა.


12-08-2019, 14:25
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2