კოვაჩი შესვენებაზე ბედნიერები გავდივართ

კოვაჩი შესვენებაზე ბედნიერები გავდივართ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, "მაინცთან" ბუნდესლიგის მესამე ტურის შეხვედრა შეაფასა.

"შესვენებამდე ზედმეტად ლეტარგიულები ვიყავით. "მაინცის" აგრესიას ვერაფრით ვპასუხობდით, გვეგონა, რომ საქმე უფრო მარტივი იქნებოდა.

თუმცა დროთა განმავლობაში ტემპს მოვუმატეთ და ფლანგებიდან მეტოქეზე კარგი ზეწოლა განვახორციელეთ.

პირველი ტაიმის ბოლოს დავიდ ალაბას ჯარიმა გადამწყვეტი აღმოჩნდა. მეოთხე გოლის შემდეგ კი ყველაფერი დასრულდა.

ორკვირიან სანაკრებო შესვენებაზე ბედნიერები გავდივართ", - განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა.

"რეკორდმაისტერმა" "მაინცი" საკუთარ მოედანზე 6:1 გაანადგურა და ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.

მიუნხენური გრანდი სამი ტურის შემდეგ 7 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და "ლაიფციგს" ორი ქულით ჩამორჩება.


1-09-2019, 14:13
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2