გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და მეკარემ, მანუელ ნოიერმა, თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
"ევროპის ჩემპიონის ტიტული თითოეული ჩვენგანის, მათ შორის რა თქმა უნდა პირადად ჩემიც, დიდი ოცნებაა. მე ასეთი გამოცდილება ჯერ არ მქონია.
თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჯერჯერობით აქ ვარ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ჯანმრთელად ვარ და ზაფხულის გარდა არაფერზე ვფიქრობ.
შესაბამისად, ახლა ვერაფერს დავაანონსებ", - განმარტა მანუ ნოიერმა.
33 წლის გერმანელი ახლა ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩებისთვის ემზადება.
2020 წელს ევროპის წამყვან 12 საფეხბურთო ქალაქში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება და ცხადია გერმანიის ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.
მანუელ ნოიერს ევროპის ჩემპიონატი არასოდეს მოუგია. "ბუნდესთიმმა" კონტინენტის პირველობა ბოლოს 1996 წელს მოიგო.