ტერ შტეგენმა კოუტინიოს ტრანსფერი შეაფასა

ტერ შტეგენმა კოუტინიოს ტრანსფერი შეაფასა

კატალონიის "ბარსელონას" და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, ფილიპე კოუტინიოს მიუნხენურ კლუბში გადასვლა შეაფასა.

"უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ის სიამოვნებას მიიღებს. კოუტინიო არამხოლოდ ფანტასტიკური ფეხბურთელი, არამედ კარგი ადამიანიცაა.

ის, რაც "ბარსელონაში" ხდებოდა, მისთვის ყოველთვის სასიკეთო არ იყო, ამიტომ იმედი მაქვს, "ბაიერნში" ის კვლავ სიამოვნებას მიიღებს ფეხბურთისგან და თავს კომფორტულად იგრძნობს", - განაცხადა 27 წლის გერმანელმა.

27 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი "ბაიერნმა" ესპანური გრანდიდან ერთწლიანი იჯარით დაიმატა.

ფილიპე კოუტინიო "ბარსას" 2018 წლის იანვარში შეუერთდა, მაგრამ "კამპ ნოუზე" საუკეთესოდ არ წაუვიდა საქმეები.


11-09-2019, 17:19
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2