გნაბრის პოკერი  ბაიერნმა ტოტენჰემი 72 გაანადგურა

გნაბრის პოკერი ბაიერნმა ტოტენჰემი 72 გაანადგურა



მიუნხენის "ბაიერნმა" ინგლისის ნალექიან დედაქალაქში გოლების ნამდვილი წვიმა მოაწყო და ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი "ტოტენჰემი" 7:2 გაანადგურა!

თამაშის საწყისი 30 წუთი ძალიან სანახაობრივი, გახსნილი და სწრაფი გამოდგა. "ტოტენჰემმა" აქტიურად და აგრესიულად დაიწყო. ლონდონელების შეტევებს მანუელ ნოიერი ორჯერ გაუმკლავდა, მაგრამ კორენტენ ტოლისოს შეცდომის შემდეგ ნდომბელემ ეუნ-მინ სონს შეუყოლა და კორეელმა ამჯერად იდეალურად დაარტყა - 1:0!


"ბაიერნმა" მეტოქეს ძალიან მალე უპასუხა და იოზუა კიმიხმა შორიდან იდეალური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. "დეზებმა" რამდენიმე სახიფათო მომენტი კიდევ შექმნეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს და საბოლოოდ "ბაიერნმა" იზეიმა - ტაიმის ბოლო წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ საჯარიმოს ხაზიდან ჩინებული დარტყმით გამოიჩინა თავი და "ბაიერნს" პირველი ტაიმი მოაგებინა - 2:1.


მეორე ტაიმის სტარტზე, ორწუთიან მონაკვეთში, სერჟ გნაბრიმ დუბლი გაიფორმა. გერმანელმა ჯერ ჩინებული სოლორეიდი დააგვირგვინა კარგი დარტყმით, ხოლო მოგვიანებით კოკო ტოლისოს პასი გამოიყენა და მარცხენა ფეხით გაიტანა ბურთი - 4:1!

"ტოტენჰემმა" ჰარი კეინის პენალტით, რომელიც საეჭვო სიტუაციაში დაინიშნა, ანგარიშში სხვაობა შეამცირა და თამაში შედარებით გათანაბრდა.

მიუნხენელებმა მატჩის მიწურულს კიდევ ერთხელ და საბოლოოდ იფეთქეს - ტიაგო ალკანტარას ფანტასტიკური გადაცემით გნაბრი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ჰეთ-თრიკი შეასრულა, რასაც მორიგი ლამაზი კომბინაცია და ლევანდოვსკის დუბლი, ხოლო ბოლოს გნაბრის კიდევ ერთი უზუსტესი დარტყმა და პოკერი მოჰყვა!


საბოლოოდ, 7:2 და "რეკორდმაისტერმა" ამ ეტაპზე სეზონის ყველაზე რთული ტესტი იდეალურად ჩააბარა.

ნიკო კოვაჩის გუნდმა ექვსი ქულა დააგროვა და B ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს.


2-10-2019, 03:56
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2