კიმიხი  რუმენიგეს ახლაც იგივეს გავიმეორებდი აზრს ვერავინ შემაცვლევინებს

კიმიხი რუმენიგეს ახლაც იგივეს გავიმეორებდი აზრს ვერავინ შემაცვლევინებს

მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ლიდერმა, იოზუა კიმიხმა, ლონდონის "ტოტენჰემთან" თამაშის შემდეგ კარლ-ჰაინც რუმენიგეს უპასუხა.

"განცხადება, რომელიც "პადერბორნთან" მატჩის შემდეგ გავაკეთე? იგივეს კიდევ ერთხელ გავიმეორებდი. ვფიქრობ, თანაგუნდელები და სამწვრთნელო შტაბი დამეთანხმებიან.

ეს ჩემი აზრია, რომელსაც ბოლომდე მტკიცედ დავიცავ და არავის მივცემ უფლებას, რომ აზრი შემაცვლევინოს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჯობს საკუთარი კრიტიკული აზრი ახლა გამოვთქვა, როდესაც ვიგებთ, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩვენთვის მძიმე ფაზა დაიწყება და ასეთ დროს მსგავსი განცხადებები არაპროდუქტიულია", - განმარტა 24 წლის გერმანელმა.

გასულ უქმეებზე მიუნხენელებმა ბუნდესლიგაში სტუმრად "პადერბორნი" 3:2 მძიმე ბრძოლაში დაამარცხეს და იოზუამ გუნდის თამაში გააკრიტიკა.

კიმიხის ეს გამონათქვამი არ მოეწონა კლუბის ხელმძღვანელობას.


3-10-2019, 12:13
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2