ბაიერნმა უნიონ ბერლინი დაამარცხა და პირველობა დაიბრუნა

ბაიერნმა უნიონ ბერლინი დაამარცხა და პირველობა დაიბრუნა

ზედიზედ ორი წარუმატებელი ტურის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე ახალწვეული "უნიონ ბერლინი" 2:1 დაამარცხა და ბუნდესლიგას კვლავ სათავეში ჩაუდგა.

ნიკო კოვაჩმა საკმაოდ თამამი შემადგენლობა აირჩია და ერთბაშად 5 შემტევით დაიწყო: კოუტინიო, მიულერი, კომანი, პერიშიჩი და ლევანდოვსკი.

მიუნხენელებმა მალევე გახსნეს ანგარიში - მეკარის არადამაჯერებელი თამაშით ბენჟამენ პავარმა ისარგებლა და ძლიერი დარტყმით დააწიანურა საკუთარი გუნდი.

პირველ ტაიმში მეტი არაფერი მომხდარა, მეორე ნახევარი კი უფრო მხიარული გამოდგა. 53-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა თავისი მორიგი გოლი, რასაც მანუელ ნოიერის მოგერიებული პენალტი მოჰყვა.

მატჩის მიწურულს "უნიონმა" მეორე პენალტიც მოიპოვა და ამჯერად ნოიერმა გუნდი ვერ იხსნა - 2:1!

"რეკორდმაისტერმა" 9 ტურის შემდეგ 18 ქულა დააგროვა და პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა.


27-10-2019, 05:14
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0