ტენ ჰაგი ფაქტობრივად გამოირიცხა

ტენ ჰაგი ფაქტობრივად გამოირიცხა

ნიკო კოვაჩის გათავისუფლების შემდეგ ტენ ჰაგი "ბაიერნის" ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებოდა, თუმცა ორშაბათს გამართულ პრესკომფერენციაზე ჰოლანდიელმა ყველაფერს ნათელი მოფინა.

" შემიძლია დაგიდასტუროთ, მე ვრჩები.კლუბთან სერიოზული გეგმები მაქვს. შესაბამისად, "აიაქსთან" ერთად მიმდინარე სეზონს აუცილებლად ჩავამთავრებ.

"ბაიერნი" შესანიშნავი კლუბია, მიუნხენთან ფანტასტიკური მოგონებები მაკავშირებს, ეს კლუბი ჩემს გულშია, თუმცა ახლა ჩემი მთელი ყურადღება "აიაქსს" ეკუთვნის. ამჟამად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი "ჩელსისთან" გასამართი მატჩია."- განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი "ბაიერნის" მეორე გუნდს პეპ გუარდიოლას პერიოდში წვრთნიდა. მიმდინარე სეზონში კი აქტიურად განიხილებოდა "რეკორდმაისტერის" მომავალ დამრიგებლად, თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება ფაქტობრივად გამორიცხავს ამას.


5-11-2019, 04:35
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2