ბაიერნი მოურინიოზე გადაერთო  ჟოზემ პირობები წამოაყენა

ბაიერნი მოურინიოზე გადაერთო ჟოზემ პირობები წამოაყენა

მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ არსენ ვენგერის უარის შემდეგ ჟოზე მოურინიოსთან დაიწყო მოლაპარაკებები.

ცნობილი იტალიური გამოცემა "La Gazzetta dello Sport" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერი" პორტუგალიელ სპეციალისტს დაუკავშირდა და ჟოზემ კლუბს თავისი პირობები გააცნო.

მოურინიო 3 წლიან კონტრაქტს ითხოვს 2022 წლის ზაფხულამდე, "ბაიერნმა" კი მოსაფიქრებლად ერთი-ორი კვირა აიღო და სანაკრებო პაუზის დროს მიიღებს გადაწყვეტილებას.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნმა" არსენ ვენგერს სწორედ გრძელვადიანი ხელშეკრულების მოთხოვნის გამო უთხრა უარი.

ამ ეტაპზე გუნდს 45 წლის გერმანელი სპეციალისტი, ჰანსი ფლიკი, ხელმძღვანელობს და თუ "ბაიერნი" კვირას დორტმუნდის "ბორუსიას" დაამარცხებს, შესაძლოა სეზონის ბოლომდე მან მიიღოს კონტრაქტი.


9-11-2019, 02:34
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2