ფიგუ სანჩეში მომავლის ფეხბურთელია

ფიგუ სანჩეში მომავლის ფეხბურთელია

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა გარემარბმა, ლეგენდარულმა ლუიშ ფიგუმ, მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ნახევარმცველზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ის მომავლის მოთამაშეა და თუ უფრო ხშირად ითამაშებს, თავის ტალანტს უკეთ გამოავლენს.

ნამდვილად არ ვაკვირდები მის ყოველდღიურ მუშაობას, მაგრამ მან კარიერა დიდებულად დაიწყო.

რენატუ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა და ვფიქრობ, რომ ის თავის შესაძლებლობებს განავითარებს", - განაცხადა ფიგუმ.

21 წლის პორტუგალიელი ცენტრი მიუნხენელებმა 2016 წლის ზაფხულში ლისაბონის "ბენფიკადან" დაიმატეს, მაგრამ მას შემდეგ რენატუ მხოლოდ რეგრესს განიცდის.

მიმდინარე სეზონში სანჩეშმა მხოლოდ 18 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 1 ბურთი გაიტანა.


23-02-2019, 20:20
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2